წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
ეს შეთანხმება არეგულირებს შპს „თი ემ ჯი” ის შემდგომში (ონლიან მაღაზია) Bestpoint.ge და მომხმარებლის ფიზიკური / იურიდიული პირი (შემდგომში „მყიდველი“) ურთიერთობას. საიტზე არსებული მომსახურების გამოყენება ნიშნავს, რომ მყიდველი თანხმობას აცხადებს მოცემულ წესებსა და პირობებზე.
1.1 ბარათით გადახდა
გადაიხადეთ ღირებულება ონლაინ VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS ბარათებით.
1.2 ონლაინ განვადება
შეიძინე სასურველი პროდუქტი ონლაინ განვადებით, 3-დან 48 თვემდე ვადით, მარტივად და სწრაფად. მოათავსეთ სასურველი ნივთი კალათაში, აირჩიეთ თიბისი ან საქართველოს ბანკის განვადება და მიჰყევით ინსტრუქციას.
1.2.1 საქართველოს ბანკი
სს „საქართველოს ბანკი" Bank of Georgia IBAN: GE79BG0000000499132094 მიმღები: შპს „თი ემ ჯი" ს/კ: 405462413
1.2.2 თიბისი ბანკი
სს „თიბისი" ბანკი TBC Bank IBAN: GE67TB7502936020100001 მიმღები: შპს „თი ემ ჯი" ს/კ: 405462413
1.3 ინვოისით გადახდა
მიიღე ელექტრონული ინვოისი ავტომატურად, გადახდის გვერდზე მითითებულ ველში ელ-ფოსტის მისამართის შეყვანით.
1.4 ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან
შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
3. მიწოდების ტარიფები
პროდუქციის მიწოდების ტარიფი დამოკიდებულია მისაწოდებელი პროდუქციის ზომაზე და ფასზე, რაც არ გამორიცხავს მიზეზებს, რომლებმაც შეიძლება წარმოიქმნას და გავლენა მოახდინოს მიწოდების ვადებზე გაუთვალისწინებელი მოვლენებისა და გარემოებების სახით, რომლებიც მოხდა გამყიდველის ბრალის გარეშე.
4. გამყიდველს უფლება აქვს
• მოითხოვოს მყიდველისგან ნივთის ღირებულების გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. • მოითხოვოს მყიდველისგან მის მიერ შეკვეთილი ნივთის დროული მიღება. • მოითხოვოს მყიდველისგან ხელშეკრულების პირობების სრული და ჯეროვანი შესრულება.
5. პროდუქტის მიწოდება
პროდუქტის მიწოდება ხორციელდება იმ ვადებში, რომლებიც მითითებულია ვებგვერდზე ან ინდივიდუალურად შეთანხმებულია მყიდველთან შეკვეთის გაფორმებისას. გამყიდველი ყველა საშუალებას იყენებს, რომ მიწოდება შესრულდეს განსაზღვრულ დროში, თუმცა ფორს-მაჟორული ან სხვა მოულოდნელი გარემოებების შემთხვევაში შესაძლოა ვადების გადაცილება, რაზეც გამყიდველი პასუხისმგებელი არ არის.
5.1 დაზიანების რისკი
პროდუქტის შემთხვევითი დაკარგვის ან დაზიანების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა ის იღებს შეკვეთას. თუ პროდუქტი ვიზუალურად დაზიანებულია, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას მის მიღებაზე.
5.2 პრეტენზიები
პროდუქტის მიღების შემდეგ, პრეტენზიები ხარისხთან ან კომპლექტაციასთან დაკავშირებით მიიღება მხოლოდ ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური დასკვნის საფუძველზე.
5.3 პროდუქტის შემოწმება
პროდუქტის შემოწმება საჭიროა ისე, რომ შეფუთვა არ დაზიანდეს.
5.4 დაბრუნების შეზღუდვა
მიწოდების და შემოწმების დასრულების შემდეგ, საქონელი დაბრუნებას ან თანხის ანაზღაურებას არ ექვემდებარება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
6. ანგარიშსწორების წესები
გადახდა ხდება იმ მეთოდებით, რომლებიც მითითებულია ვებგვერდის განყოფილებაში „გადახდის პირობები".
6.1 ფასების განახლება
გამყიდველს უფლება აქვს ფასები განაახლოს ან შეცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. უკვე გადახდილი შეკვეთების ღირებულება ცვლილებას არ დაექვემდებარება.
6.2 ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები
გამყიდველს შეუძლია პერიოდულად შესთავაზოს მყიდველებს ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები. ასეთი შეთავაზებების პირობები და მოქმედების ვადები ქვეყნდება ვებგვერდზე და შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
6.3 პროდუქტის დაჯავშნა
პროდუქტის დაჯავშნა 3 დღეზე მეტით შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი (სრული ან ნაწილობრივი) გადახდის შემთხვევაში.
6.4 ფასის ტექნიკური შეცდომა
გამყიდველს უფლება აქვს გამოასწოროს ფასის ტექნიკური შეცდომა ან შეუსაბამობა, თუნდაც შეკვეთის განთავსების შემდეგ, რათა ფასი შეესაბამებოდეს რეალურ საბაზრო ღირებულებას.
6.5 ფასის ცვლილების შეტყობინება
ფასის ცვლილების ან შესწორების შემთხვევაში, მყიდველი მიიღებს შეტყობინებას და შეძლებს თავად აირჩიოს: გააგრძელოს ყიდვა ახალი ფასით, ან გააუქმოს შეკვეთა და მიიღოს თანხის სრულად დაბრუნება.
7. გარანტიები და პასუხისმგებლობა
Bestpoint-ში ნაყიდ პროდუქციას მოყვება წინამდებარე საგარანტიო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მხოლოდ მყიდველსა და გამყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერის შემთხვევაში.
7.1 საგარანტიო მომსახურება
საგარანტიო მომსახურების მისაღებად მყიდველი ვალდებულია თავად წარმოადგინოს ნაყიდი ტექნიკა ქარხნული შეფუთვით (ყუთით და პენოპლასტით) სერვის-ცენტრში, კომპანია „ბესთ-ფოინთის" საგარანტიო ბარათი და მწარმოებლის საგარანტიო ბარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7.2 შეკეთება
იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და ტექნიკა ექვემდებარება შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, სერვის-ცენტრის მიერ დასკვნის გამოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში მოხდება წუნდებული საქონლის შეკეთება. ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნის გამოტანა წუნდებულ პროდუქტზე ხორციელდება მყიდველის მიერ პროდუქტის წარდგენიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.
7.3 შეუსაკეთებელი პროდუქტი
იმ შემთხვევაში, თუ ნაყიდ პროდუქციას აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და პროდუქტი არ ექვემდებარება შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას შეუცვალოს მყიდველს წუნდებული პროდუქცია იდენტური ან იგივე საფასო დიაპაზონში არსებული პროდუქტით. მყიდველი დაზიანებული საქონლის ნაცვლად თუ იღებს ალტერნატიულ პროდუქტს, რომლის ღირებულება მეტია ნაყიდ პროდუქციის ღირებულებაზე, მყიდველი ანაზღაურებს მათ ღირებულებებს შორის სხვაობას.
7.4 მონტაჟი
პროდუქტი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ჩართვას (მონტაჟს), უნდა დამონტაჟდეს გარანტიის გამcemi ორგანიზაციის წარმომადგენლის (ავტორიზებული სერვის-ცენტრის) მიერ.
7.5 პასუხისმგებლობის შეზღუდვა
გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია პროდუქტის არასწორი გამოყენებით ან ექსპლუატაციით; მომხმარებლის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების მიწოდების შედეგად; ან მესამე პირის უკანონო ქმედების გამო.
7.6 მესამე პირის ვებგვერდები
გამყიდველი არ აგებს პასუხს მესამე პირის ვებგვერდების შინაარსზე ან მუშაობაზე, თუნდაც ისინი იყოს მითითებული ჩვენს პლატფორმაზე.
7.7 უფლებების გადაცემა
გამყიდველს შეუძლია თავისი უფლებები და ვალდებულებები გადასცეს მესამე მხარეს შესაბამისი მომსახურების შესასრულებლად.
7.8 კომერციული გამოყენება
პროდუქტის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის არ მოიცავს გამყიდველის პასუხისმგებლობას შესაძლო ზარალზე.
7.9 ფორს-მაჟორი
ფორს-მაჟორული გარემოებების (ბუნებრივი კატასტროფა, ომი, ტექნიკური შეფერხება და სხვა მოულოდნელი ფაქტორები) არსებობისას მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
7.10 უსაფუძვლო უარი
თუ მყიდველი უსაფუძვლოდ უარს აცხადებს შეკვეთილ პროდუქტზე, ვალდებულია აუნაზღაუროს გამყიდველს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები.
8. დამატებითი პირობები
მხარეთა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.1 პრეტენზიები
შეკვეთასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა ან პრეტენზია უნდა მიეწოდოს გამყიდველს ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით.
8.2 დავების გადაწყვეტა
ყველა დავა განიხილება საქართველოს სასამართლოებში.
8.3 დებულებების გამიჯვნა
თუ დოკუმენტის რომელიმე პუნქტი სასამართლოს მიერ ბათილად ჩაითვლება, დანარჩენი დებულებები ძალაში დარჩება.
8.4 საკონტაქტო ინფორმაცია
მყიდველის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა და ტელეფონის ნომერი) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციული შეტყობინებების, აქციებისა და განახლებების გასაგზავნად.